воскресенье, 20 апреля 2014 г.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ცხრა დღიანი ტრენინგ კურსი. პირველ რიგში ის რომ კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. შევისწავლე პროექტებით სწავლების მეთოდები რომელსაც გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, ამით იმედი მომეცა რომ ძნელად ასათვისებელ  თემას უფრო სიღრმისეულად ავათვისებინებ მოსწავლეებს უფრო საინტერესოს გავხდი საგაკვეთილო პროცესს.
ამ ყველაფრისათვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ლილი მასწავლებელს, მან ფასდაუდებელი შრომა გაგვიწია
დღეს უკვე განვათავსე ინტერნეტ სივრცეში ჩემი ნაშრომები

четверг, 10 апреля 2014 г.

კიდევ უფრო საინტერესო იყო ტრენინგის მეექვსე დღე.დღეს ვიმუშავე პრეზენტაციის მომზადების პროცესზე. გავიგე ბევრი ახალი რამ.კერძოდ ის რომ პრეზენტაციაში უნდა ჩანდეს ბავშვის თვალით დანახული ჩვენი პროექტი.

среда, 9 апреля 2014 г.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ტრენინგის ეს ოთხი დღე. ვისწავლე ბევრი რამ რაც არ ვიცოდი. დაინტერესებული ვარ ამ თემით რასაც ჰქვია პროექტებით სწავლება. იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრ რამეს შევისწავლი და გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან. ამით გავაუმჯობესებ ძნელად ასათვისებელი თემების ათვისების ხარისხს მოსწავლეებში.
დიდი მადლობა ტრენერს, ქალბატონ ლილის დახმარებისათვის.